აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ჰაქეთსთაუნში, ქალი ყოფილ მეუღლეს სათამაშოს საშუალებით უთვალთვალებდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
33 წლის ჰიზერ ბემფორდმა ყოფილი მეუღლის, დომინიკის სახლში თავისი შვილი გაგზავნა. შვილს თან ჰქონდა სათამაშო, რომელშიც ხმის ჩამწერი მოწყობილობა იყო დამალული.
ჰიზერის ყოფილი მეუღლე მიხვდა, რომ მას უთვალთვალებდნენ, როდესაც თოჯინას თითი დააჭირა და მოულოდნელად თავისი ხმა გაიგონა. ამის შემდეგ მან პოლიციას მიმართა.
4 დღის შემდეგ ჰიზერ ბემფორდი დააკავეს და მიყურადებასა და დევნაში დაადანაშაულეს. ამჟამად გამოძიება არკვევს, რამდენი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა ქალი ყოფილ მეუღლეს.