პარიზში ცნობილი ფრანგი დიზაინერი ემანუელ უნგარო გარდაიცვალა. ამის შესახებ AFP მის ოჯახზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, 86 წლის უნგაროს ჯანმრთელობა რამდენიმე წლის განმავლობაში სუსტი იყო. მისი კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო. რამდენიმე წელი ის კრისტობალ ბალენსიაგას ატელიეში მუშაობდა, შემდეგ კი მოდის საკუთარი სახლი გახსნა. მის მიერ შექმნილ ტანსაცმელს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ჟაკლინ კენედი და ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი ატარებდნენ.
უნგარო მოდიდან 2005 წელს წავიდა.