„მილანი“ 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა

„მილანი“ 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა

იტალიის სერია ა-ს​ მე-17 ტურში „მილანი“ ბერგამოში „ატალანტას“ ეწვია და ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ანგარიში ალეხანდრო გომესმა გახსნა, თითო გოლი მარიო პაშალიჩის და ლუის მურიელის ანგარიშზეა, კიდევ ორი გოლი მილანელთა კარში იოსიპ ილიჩიჩმა გაიტანა.

სტეფანო პიოლის შე​გირდები სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან და საშობაო არდადეგების დაწყებამდე, შესაძლოა, კიდევ დაქვეითდნენ, თუ „სასუოლო“ ან „ბოლონია“ დღეს თავის მატჩებს მოიგებენ.

ბოლოს ხუთბურთიანი სხვაობით მილანი 1998 წლის მაისში, „რომასთან“ მატჩში დამარცხდა (5:0).