მერტენსით

მერტენსით "არსენალი", "დორტმუნდი" და "ბაიერნი" დაინტერესდნენ

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" თავდამსხმელმა დრის მერტენსმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. როგორც Calciomercato იუწყება, ფეხბურთელით ლონდონის "არსენალი", "დორტმუნდი" და "ბაიერნი" დაინტერესდნენ. ნეაპოლელები მზად არიან 32 წლის ფეხბურთელი იანვარში 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაუშვან.

მერტენსი "ნაპოლიში" პსვ-დან 2013 წელს გადავიდა. მას შემდეგ ბელგიელმა 303 მატჩი ჩაატარა და 108 გოლი გაიტანა. მერტენსმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში თავი ცხრა გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.