მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ლივერპულმა“ ბრაზილიური „ფლამენგო“ დაამარცხა და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ BBC წერს.
კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი დამატებით დროში „ლივერპულის“ ბრაზილიელმა ცენტრფორვარდმა რობერტო ფირმინომ გაიტანა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მექსიკურმა „მონტერეიმ“ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი“ პენალტების სერიაში, 4:3 დაამარცხა, მას შემდეგ რაც მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა.