მოდელმა, დიზაინერმა და ტელევარსკვლავმა ვიქტორია ბექჰემმა Instagram-ზე შვილების, 14 წლის კრუზის და 8 წლის ჰარპერის ნათლობის ფოტო გამოაქვეყნა.
Daily Mail-ის ცნობით, ბექჰემების შვილების ნათლიები მსახიობი ევა ლონგორია, მომღერალი მარკ ენტონი, სტილისტი კენ პეივსი და სპორტული აგენტი დევიდ გარდნერი არიან.
ევა ლონგორია და ვიქტორია ბექჰემი დიდი ხნის მეგობრები არიან. მათ ერთმანეთი ლოს-ანჯელესში გაიცნეს, სადაც დევიდ ბექჰემი 2007-2012 წლებში თამაშობდა. მარკ ენტონისთან და მის ყოფილ მეუღლე ჯენიფერ ლოპესთან დევიდი და ვიქტორია ასევე ლოს-ანჯელესში ცხოვრების დროიდან მეგობრობენ.
სტილისტი კენ პეივსი ვიქტორია ბექჰემთან 2006 წლიდან თანამშრომლობს, გარდნერი კი დევიდ ბექჰემის ინტერესებს 1990-იანი წლებიდან იცავს.
ღონისძიებას ბექჰემების უფროსი შვილები - 20 წლის ბრუკლინი და 17 წლის რომეო, მათი ნათლია ელტონ ჯონი და დევიდ გარდნერის მეგობარი ქალი ლივ ტაილერიც დაესწრნენ.