როგორც იცით, 45 წლის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და 22 წლის კამილა მორონე ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ხვდებიან, წყვილის ურთიერთობა ოფიციალურად 2017 წლიდან გრძელდება.
წყვილის ურთიერთობა სერიოზული მას შემდე გახდა, რაც ვარსკვლავმა გოგონა ოჯახის წევრებს გააცნო, ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ლეონარდოს დედა მოხიბლულია გოგონათი და სურს ლეონარდომ დროულად სთხოვოს მას ხელი.
National Enquirer და Gossip Cop ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მსახიობის დედას Irmelin Indenbirken-ს იმის შიშიც კი აქვს, რომ მათ შორის რამე შეიცვლება და არ უნდა უმნიშვნელო მიზეზების გამო მან უკან დაიხიოს.