"უბრალო ჩანთა" რომელშიც კიმ კარდაშიანმა 70,000 დოლარი გადაიხადა!" ვარსკვლავი კრიტიკის ობიექტია

რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი 39 წლის კიმ კარდაშიანი პაპარაცებმა ლოს ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს.

კიმს Hermes Birkin-ის 70,000-ის ღირებულების ჩანთა ეჭირა, რასაც ნაცრისფერი ფერის სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელები შეუხამა, რის გამოც მან საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

ვარსკვლავის პაპარაცული ფოტოები Daily Mail-მა გაავრცელა, როდესაც ის Milk Studios-დან გამოდიოდა.