მომღერალი Jessie J და მსახიობი ჩენინგ ტატუმი ერთწლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Us Weekly ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, წყვილის რომანტიული ურთიერთობა დაახლოებით 1 თვის წინ დასრულდა, თუმცა ისინი მეგობრებად რჩებიან.
31 წლის ბრიტანელი მომღერლისა და 39 წლის ამერიკელი მსახიობის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ პირველად ტაბლოიდებმა გასული წლის ოქტომბერში დაწერეს.