ქართველი მორაგბე ოთარ გიორგაძე საფრანგეთის კლუბ „ბრივის“ ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
სოციალური ქსელში გულშემატკივარს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გიორგაძემ ფრანგ მატიუ ვოისინს, სამოელ ოტალა ფასოს და თანამემამულე კარლენ ასიეშვილს აჯობა.
გიორგაძე, 2015-2018 წლებში „კლერმონში“ თამაშობდა. „ბრივში“ კი ერთი წლის წინ გადავიდა და მის ანგარიშზე უკვე 8 ლელოა.