საქართველოს პრემიერი: „მე დიდი დემოკრატი ვარ“

საქართველოს პრემიერი: „მე დიდი დემოკრატი ვარ“

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ მას არ აქვს გავლენა იუსტიციაზე და განმარტავს, თუ როგორ სურს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება

თქვენი პირველი უცხოური ვიზიტი ბრუსელში შედგა. როგორ მიგიღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში?

ეს გულითადი და სასიამოვნო შეხვედრები იყო. ევროპულ ოჯახში გაერთიანების სურვილი გაიზარდა, რადგან მე ევროპა ისეთი დამხვდა, როგორადაც მყავდა წარმოდგენილი.

ეჭვებიც იქნა გამოთქმული. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოში შერჩევითი სამართლის გამო შეშფოთება გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ დააკავეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ორი სამხედრო მაღალჩინოსანი.

ბაროზომ გამოთქვა ეჭვები, მაგრამ არც თუ ისეთი დიდი. არც ჩემთვისაა ახალაიას დაპატიმრება სასიამოვნო. მე ბატონ ბაროზოს ავუხსენი, რომ არანაირი შერჩევითი სამართალი არ გვაქვს.

ყოფილ მინისტრ ახალაიას წლებია ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მაგრამ გენერალური შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავება თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის ძალაუფლების გამო ბრძოლას გავს. სააკაშვილი ნიშნავს გენშტაბის უფროსს, მაგრამ მედიის ინფორმაციით თავდაცვის ახალ მინისტრს ამ პოსტზე თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა უნდა.

პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის არ არსებობს ძალაუფლებისათვის ბრძოლა. მაგრამ გენერალურ პროკურორზე, რომელმაც წამოაყენა ბრალდება, ჩვენ არანაირი გალენა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ის პატიოსანი და აკურატული ადამიანია. ჩვენ ასევე ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი გვყავს. ორივე სამართლიანობის და პატიოსნების ნიმუშები არიან. მეც, ან თავად ღმერთსაც რომ მოეთხოვა კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედება, ისინი ამას არ ჩაიდენდნენ.

არ არის პრობლემა ის, რომ გენპროკურორი ადრე თქვენი პირადი ადვოკატი იყო?

ის იმდენად სწორხაზოვანი და პატიოსანი იყო, რომ მასზე არანაირი გავლენა არ არსებობდა. სწორედ იმიტომ დავნიშნე ის გენერალურ პროკურორდ, რომ ასეთია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დამოუკიდებლად იმოქმედებს.

საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ სააკაშვილს მძიმე ბრალდებები წაუყენეთ და გადადგომისკენ მოუწოდეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება შესაძლებელია?

პირადად მე ამის სურვილი არ მაქვს. უპირველეს ყოვლისა ამას ვერ გაიგებდნენ ევროპაში. ეს პოლიტიკური შურისძიების და არა სამართლებრივი პროცესის სახეს მიიღებდა. ჩვენ ვუძლებთ ამ ცდუნებას და ასეც გავაგრძელებთ, რათა ქვეყანამ სახე შეინარჩუნოს. მაგრამ მე არ შემიძლია დავაბრკოლო იუსტიციის მუშაობა.

დღეს პრეზიდენტი მართლაც სუსტად გამოიყურება და ინსტიტუბი, როგორიცაა მაგალითად სასამართლო სისტემა არ არის ძლიერი და დამოუკიდებელი. იზიარებთ იმ წუხილს, რომ თქვენ, ისევე როგორც მანამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ საკუთარ ხელში მოაქციოთ?

ჩემი პოლიტიკა თვალთმაქცობა არ არის. საკაშვილის ხალხი მოვიდა, აკეთა საქმეები და გაძარცვა ქვეყანა. სამაგიეროდ მე 2 მილიარდი დავახარჯე ქვეყანას და ამას მომავალშიც გავაგრძლებ. მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა. ამიტომ ასეთი საფრთხე არ არსებობს.

თქვენ სააკაშვილს ბრალს სდებთ, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ეკონომიკური სექტორი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს. თქვენ როგორ აპირებთ მოქმედებას?

დიახ, საქართველოს ეკონომიკა მონოპოლიზებულია. მე ლიბერალური მიდგომის და მეწარმეებს შორის კონკურენციის მომხრე ვარ. ჩემი უმნიშვნელოვანესი გეგმა სამუშაო ადგილებისა და საწარმოების შექმნაა. ეს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაშიც დაგვეხმარება.

საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ მტრულად განწყობილ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბრობდით. სააკაშვილი მოსკოვთან კავშირში გდებდათ ბრალს იმის გამო, რომ ქონება რუსეთში დააგროვეთ. არჩევნების შემდეგ თქვენ რუსეთში სპეციალური წარმომდგენელი დანიშნეთ. თუმცა მოსკოვიდან ამას ენთუზიაზმით არავინ შეხვდა.

ეს სამწუხაროა. მე იმედგაცრუებული ვარ. რუსებმა კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვეს. ჩვენ კონკრეტული არაფერი გვაქვს შესათავაზებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ამას გადახედავენ. ჩვენ ამისათვის მზად ვართ.

სეპარატისტულ აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის თუ გეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს?

ჩვენ ფსონს ვდებთ “სახალხო დიპლომატიის” (კონფლიქტის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხის კონტაქტი) კონცეფციაზე. ამის პარალელურად ვცდილობთ ავაგოთ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გავაგრძელებთ ასევე 2008 წლის შემდეგ მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელშიც რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეობენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

თქვენი შემდეგი ვიზიტი უცხოეთში სად იქნება?

სავარაუდოდ ვაშინგტონში გავემგზავრები.

ერთი წლის წინ, როდესაც პოლიტიკაში ჩაებით, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოგართვეს. გქონდათ ფრანგული პასპორტიც. ახლა რომელი პასპორტით მოგზაურობთ?

მე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს და კანონის მიხედვით ეს საკმარისია იმისათვის რომ ვიყო პრემიერმინისტრი. მე თუ კვლავ საქართველოს მოქალაქე გავხდებოდი, ეს უკვე კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა და პრემიერობას ჩამომართმევდნენ. ასე გამოიყურება საქართველოს კონსტიტუცია. ეს სასაცილოა. ეს შეიცვლება – ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.
foreignpress.ge