სელენა გომეზის გამო ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბოლდვინთან განქორწინებაზე ფიქრობს? ტაბლოიდები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

სელენა გომეზის გამო ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბოლდვინთან განქორწინებაზე ფიქრობს? ტაბლოიდები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

კანადელი მომღერალი 25 წლის ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე 23 წლის მოდელი ჰეილი ბოლდვინი უკვე რამდენიმე თვეა ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან, მათ ურთიერთობა ოფიციალურად წელს ორჯერ დააგვირგვინეს. კერძოდ, მალულად ჩატარებული საქორწინო ცერემონია კალიფორნიაში სექტემბერში გაიმართა, Goggipcop ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლეგალურ ქორწილამდე ჯასტინმა ამდენი დრო იმიტომ გამოყო, რომ მანამდე მის ყოფილ შეყვარებულს სელენა გომეზს ხვდებოდა, თებერვლის თვეში უცხოურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქორწილიდან ზუსტად 139 დღეში წყვილი განქორწინებაზე ფიქრობდა, რადგან ჯასტინ კვლავ სელენას ნახვა უნდოდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ წყვილის პაპარაცული ფოტოებით არსებული ამბავი გადაიფარა და მათ "უპრებლემო" ურთიერთობაში ყველა დარწმუნდა.

ყველაფერთად ერთად, როგორც იცით, სელენა გომეზის ახალი სინგლების გამოსვლის შემდეგ, რომელიც შემსრულებელს ეძღვნებოდა, ჯასტინმა გადაწყვიტა მეუღლის გარეშე მთაში წასულიყო და მონასტერში ელოცა. ბიბერი ჯერჯერობით ყოფილი შეყვარებულის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

რამდენიმე კვირის წინ, ჰეილიმ ბრიტანულ ვოგთან სელენა გომეზის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის საკუთარი ქორწილით ძალიან ბედნიერი იყო და არ აპირებდა სელენაზე რამის თქმას, უთანხმოებას და დაპირისპირებას კი საზოგადოებას აბრალებს, რადგან სოციალური ქსელი ტოქსიკურია, ნეგატიური კომენტარების გამო ისეთი წარმოდგენა ჩნდებოდა, თითქოს ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ, ან უბრალოდ ერთმანეთზე ცუდი ინფორმაციის გავრცელება უნდოდათ, ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება.