მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი და ჰრედ პიტი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ, მსახიობების ურთიერთობა საზოგადოებისთვის კვლავ აქტიური განხილვის საგანია. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ 44 წლის ლამაზმანი მეუღლესთან განშორების პერიოდზე ალაპარაკდა:
“არ ვიცი ბედისწერის შესახებ რა ვთქვა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება. საკუთარ თავს ვუბრუნდები, ამას ვგრძნობ, ბრედთან ურთიერთობის დასრულების დროს საკუთარ თავს ვერ ვგრძნობდი, პატარა და უმნიშვნელო ადამიანად ვგრძნობდი თავს, გულნატკენი ვიყავი, მაგრამ გაკვეთილი სასწავლად ყოველთვის კარგია, განახლება კი საჭირო, ამას შვილებსაც ვასწავლი, ბედნიერება აუცილებლად თავად უნდა აღმოაჩინო!”
Woman’s Day-ის გავრცელებული ინფორმაციით ბრედ პიტის დედა ანჯელინას მიერ გავრცელებული ინფორმაციით კმაყოფილი ნამდვილად არაა და აღნიშნა, რომ მისი შვილის მიმართ უსაფუძვლოდ წამოსული კრიტიკა უსამართლობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი სისტემატიურად გრძელდება.