აშშ-ში, 6 წლის გოგომ და მისმა 4 წლის ძმამ Amazon-ის Alexa-ს დახმარებით, დედის უნებართვოდ 700 დოლარის სათამაშოები გამოიწერეს. ამის შესახებ The Mirror-ი წერს.
დედა, ვერონიკა ესტელი გაოცდა, როდესაც კურიერმა ყუთებით სათამაშოები მოიტანა. ესტერმა იფიქრა, რომ სათამაშოები ვინმე კეთილმა და გულუხვმა ადამიანმა გამოუგზავნა მათ შვილებს. თუმცა, როდესაც ოთახში შედიოდა, გაიგონა როგორ უთხრა უფროსმა დაიკომ ძმას: "კემ! ჩვენი საჩუქრები მოვიდა, რომელიც ალექსას შევუკვეთეთ!".
დედამ შვილების გამოკითხვა დაიწყო და გაიგო, რომ და-ძმამ მისი საკრედიტო ბარათით 700 დოლარის სათამაშოები შეუკვეთა. როგორც გაირკვა, ბავშვებს კიდევ ერთი შეკვეთა ჰქონდათ გაკეთებული, რომლის გაუქმებაც დედამ მოასწრო.