ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მცხოვრებმა 10 წლის გომომ IQ-ის ტესტში მაქსიმალური ქულა აიღო და ცნობილ მეცნიერებს გაუსწრო. ამის შესახებ Sun-ი წერს.
ფრეია მანგოტრამ არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი მენსის IQ-ის ტესტი ოქტომბერში გაიარა და 162 ქულა აიღო. ტექსტის ფარგლებში მისი უნარჩვევები ვერბალურ განხილვასა და კრიტიკულ აზროვნებაში შეამოწმეს.
გოგოს შედეგები 2 ქულით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგს ჰქონდათ. მათი ინტელექტის კოეფიციენტი 160 იყო. ამრიგად, ფრეია მანგოტრა გენიოსად ოფიციალურად აღიარეს.
ინტელექტის კოეფიციენტი ანუ IQ არის ქულა, რომელსაც ცდის პირი იღებს ადამიანური ინტელექტის შემფასებელი რომელიმე სტანდარტიზებული ტესტირების სისტემის ერთ-ერთ კითხვარზე მის მიერ გაცემული პასუხების საფუძველზე. ტესტი მეტწილად ლოგიკური შეკითხვებისგან შედგება.