კატა, სახელად ვიტო სოციალური ქსელების ვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც მას უკანა თათები პროთეზით შეუცვალეს. ამის შესახებ BBC წერს.
შინაურმა ცხოველმა სერიოზული ტრავმები მილანში, ავტომობილის ქვეშ მოყოლის შედეგად მიიღო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მისი პატრონები ქალაქში არ იყვნენ.
როცა წყვილმა მომხდარის შესახებ შეიტყო, მაშინვე სახლში დაბრუნდა. ვეტერინარები იძულებულები გახდნენ, ვიტოსთვის თათები მოეჭრათ. მოგვიანებით მათ კატისთვის ისეთი პროთეზი დაამზადეს, რომელსაც სპორტსმენები იყენებენ.
ვიტოს პატრონები მის ფოტოებსა და ვიდეოებს Iნსტაგრამ-ზე აქვეყნებენ, რომელიც მომხმარებლებში პოპულარული გახდა.