დიეგო არმანდო მარადონამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის 5 წლის ბავშვივით ტიროდა, როდესაც არგენტინის ნაკრებმა გერმანიასთან 2010 წლის მუნდიალზე 0:4 წააგო.
„მე ლეოს მეგობარი ვარ. ვნახე როგორ ტიროდა საშხაპეში, როდესაც თამაში 0:4 წავაგეთ, მაშინ, როცა მისი თანაგუნდელები სახლში სწრაფად დასაბრუნებლად უკვე თვითმფრინავის რეისებს ეძებდნენ. ვნახე მესი, რომელიც 5 წლის ბავშვივით ტიროდა“, - თქვა მარადონამ.