ბოლო კვირებში, საზოგადოება აქტიურად მსჯელობს მონიკა ბელუჩის ბოლოდროინდელ რომანზე. 55 წლის ლამაზმანის უკანასკნელი სიყვარული 36 წლის ხელოვანი - ნიკოლას ლეფევრი გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ წყვილი უკვე აღარ ფიქსირდებოდა ერთად, გულშემატკივარს ეჭვები გაუჩნდა და საკმაოდ საფუძვლიანადაც.
მონიკამ თავად დაადასტურა დაშორების ფაქტი და მცირე კომენტარიც გააკეთა, "ამ დროიდან ჩვენი ურთიერთობა სხვა გზით წარიმართება, რადგან სიცოცხლის ბოლომდე ვიმეგობრებთ. მე და ნიკოლასს ერთმანეთი ნამდვილად ძალიან გვიყვარს და მან მე ბევრი რამ მასწავლა," - აღნიშნავს მსახიობი.
თუმცა მიუხედავად ამისა, წყვილი რამდენიმე საათის წინ პარიზის ქუჩებში ერთად დააფიქსირეს, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მათი სიყვარულის ისტორია კვლავაც გაგრძელდეს.