სულ მცირე მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი, გარიგებული მატჩების გამართვაშია ეჭვმიტანილი. ეს დასკვნა საერთაშორისო გამოძიების შედეგად მომზადდა, რომელშიც ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი და აშშ მონაწილეობდა. ინფორმაციას ZTF ავრცელებს.
გარიგებული მატჩების ეჭვმიტანილთა შორის მსოფლიოს 30 საუკეთესო ჩოგბურთელთა სიის წარმომადგენლებიც მოხვდნენ. ამ დროისთვის სპორტსმენების ვინაობა და მისი ტიტულები არ სახელდება.
გამოძიებამ აჩვენა, რომ მანიპულაციების სისტემა, თავისი ტარიფებით სომხური მაფიის ქსელმა შექმნა, რომელიც ევროპის შვიდ ქვეყანაში მოქმედებს. გარიგებული მატჩების დროს ხდებოდა 100-მდე ფსონის დადება, რომლის მოცულობაც დაახლოებით ათას ევროს შეადგენდა.
არგენტინელმა ჩოგბურთელმა მარკო ტრუნგლიტმა ZTF- თან და Die Welt- თან გარიგებული მატჩების არსებობა დაადასტურა. მისი თქმით, 2015 წელს მიიღო შეთავაზება გარიგებულ მატჩზე. სპორტსმენს სანაცვლოდ $2 ათასიდან $10 ათას დოლარამდე შესთავაზეს.
2019 წელს Tennis Integrity Unit-მა 20-მდე ჩოგბურთელის დისკვალიფიკაცია მოახდინა.