ბანკმა ამერიკელ ქალს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა

ბანკმა ამერიკელ ქალს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა

აშშ-ის ქალაქ დალასში კომერციულმა ბანკმა Legacy Texas-მა ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომელს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CBS-ი ავრცელებს.

რუთ ბალუნმა მაღაზია Roma Boots-ში ცვლის დასრულების შემდეგ საბანკო ანგარიშის შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ 37,2 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

ქალმა ბანკს მიმართა, სადაც მას უთხრეს, რომ მომხდარი ტექნიკურ შეცდომას უკავშირდება და ფული მას მალევე ჩამოეჭრება.

„ძალიან გამიკვირდა და ვიფიქრე, რომ ვიღაცამ საშობაოდ საჩუქარი გამიკეთა. ტელეფონის ეკრანს ფოტო გადავუღე, რათა მეგობრებისთვის მეცნობებინა, რომ მილიონერი გავხდი. ამ ფულის ნაწილს ქველმოქმედებაზე დავხარჯავდი, დანარჩენით კი უძრავ ქონებას შევიძენდი. სამწუხაროდ, ფულის დროული დაბრუნებისთვის არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიმიღია“, - ამბობს რუტ ბალუნი.