სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენი კენიელი მძლეოსანი ელიუდ კიპჩოგე გახდა.
ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი, გოლფის მოთამაშე ამერიკელი ტაიგერ ვუდსი, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი სია კოლისი და კრიკეტის მოთამაშე ავსტრალიელი სტივ სმიტი.
შარშან წლის საუკეთესო სპორტსმენი გოლფის მოთამაშე იტალიელი ფრანჩესკო მოლინარი გახდა.
12 ოქტომბერს კიპჩოგემ მარათონის დროს 42,2 კილომეტრი 1 საათში, 59 წუთსა და 40 წამში დაფარა და საუCეთესო შედეგი ოცი წამით გააუმჯობესა