იტალიური „ინტერის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის წინ დაგეგმილი პრესკონფერენცია იტალიური გაზეთის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გააუქმა.
„ფიორენტინასთან“ მატჩამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, პატივი სცეს ხალხის გარანტირებულ უფლებას. პრესკონფერენცია დღეს არ ჩატარდება“, - წერს კლუბის ხელმძღვანელობა.
საქმე ეხება „კორიერე დელო სპორტი“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს კონტესთან დაკავშირებით, სადაც ფეხბურთის სპეციალისტს ბარსელონასთან მარცხის გამო აკრიტიკებენ.