„მხარდამჭერების უპრეცედენტო მობილიზაცია ადასტურებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ნეიტრალური ძალა“

„მხარდამჭერების უპრეცედენტო მობილიზაცია ადასტურებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ნეიტრალური ძალა“

„საქართველოს გზა ევროპისკენ“ – ღონისძიების ინიციატორი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართეს – პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ–მინისტრმა და დედაქალაქის მერმა. მათ საქართველოს ევროპული მისწრაფების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია.

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების მტკიცებით აქცია მხოლოდ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად იმართებოდა, რომლის ორგანიზატორი პარტიის ახალგაზრდული ჯგუფი იყო, მოგვიანებით მმართველმა გუნდმა აღიარა აქციის პოლიტიკური მიზანი და მონაწილეობა მიიღო რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზაციაში. როგორც „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა 100 000–ს ბევრად აჭარბებდა შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. შესაბამისად, კობახიძე აცხადებს, რომ მიზანი ზედმიწევნით შესრულდა.

„უამრავმა ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ და ქართული ოცნების მხარდამჭერმა გამოხატა ძალიან მყარი სურვილი, რომ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს მხარდაჭერებს, „ქართული ოცნების“ დასავლური კურსის მხარდამჭერებს, რომ მოსულიყვნენ და ეზეიმათ თავისუფლების ზეიმი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად შეგვეკრიბა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქციის საბაბი ძალიან სასაცილო იყო და ამ აქციით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, როგორ ცუდ მდგომარეობაში არიან. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის პანიკურად ეშინია.

„დავინახეთ ადამიანი, რომელსაც ეშინია პანიკურად ძალაუფლების დაკარგვის, ადამიანი, რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, მათ შორის გადააგდოს საზოგადოება, ასე მოეპყრას საჯარო მოხელეებს, იძალადოს როგორც პოლიტიკურ ოპონენტებზე ისე ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მისი აზრით საფრთხეს უქმნის.

ამიტომ ამ აქციით, მათ ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწიეს, აქციის საბაბიც ძალიან სასაცილო იყო. თითქოს ზეიმი იმისა, რომ ჩვენ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით, არადა მოგვიწია. მოკლედ, რომ ვთქვათ, ამ აქციით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, როგორ ცუდ მდგომარეობაში არიან“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფლების მოედანზე“ მმართველმა ძალამ 100 000–მდე მხარდამჭერი გამოიყვანა, „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დარჩენილია რამდენიმე ათასი იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელის იმედად. მისი თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან უნიათო მცდელობა აჩვენოს, რომ თითქოს ვინმე უჭერს მხარს.

„ქართული ოცნება“ დარჩენილია რამდენიმე ათასი იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელის იმედად, ყველამ ხომ იცის, რომ მეხანძრეები აღარ დატოვეს რეგიონებში და ღმერთმა დაგვიფარა, სადმე ხანძარი არ მოხდა, ალბათ, ხანძრის ჩამქრობი არავინ იქნებოდა. აღარ დატოვეს სასწრაფოში მომუშავე ექიმები და მასიურად წამოიყვანეს თბილისში.

დასასუფთავებელი თუ რამე გახდა, იცოდეთ, რომ დღეს ვერავინ გაიტანს რაიონში იმიტომ, რომ დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელი ჩამოყვანილია. თუ საზოგადოებრივი მართლწესრიგი იქნებოდა სადმე დასაცავი, ვერავინ დაიცავდა იმიტომ, რომ ყველა ჩამოყვანილი იყო თბილისში. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან უნიათო მცდელობა, აჩვენოს, რომ ვითომ ვინმე უჭერს მხარს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ღონისძიების მიზანი, რომ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნა იყო, არ ეთანხმებიან ანალიტიკოსები. მათი შეფასებით, აქციას ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა, რასაც თავად პარტიის ლიდერები ადასტურებენ. მათივე შეფასებით, ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და მმართველობიდან 7 წლის მხარდამჭერების უპრეცედენტო მობილიზაცია შეძლო, ადასტურებს, რომ მოლოდინის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს ნეიტრალური ძალა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ნეიტრალური ძალის შექმნის აუცილებლობას ითხოვს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა. მისი თქმით, არის ქვეყნები, სადაც ძირითად ორი პოლიტიკური ძალა უპირისპირდება ერთმანეთს და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია აშშ, სადაც მესამეს აუცილებლობა არ არის. იმიტომ, რომ ეს ორი დაახლოებით თანაბარი ძალის მქონე პარტია არის და ფაქტობრივად, მთლიანად ფარავს მოსახლოების ინტერესს.

„ჩვენთან ოპოზიციური პარტიები რომ გააერთიანო, არ ფარავენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც მხარს არ უჭერენ „ქართულ ოცნებას“. ანუ, არის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლები, ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც არც ერთი პარტია არ უნდათ, გამოკითხვებშიც რამდენჯერმე ამოტივტივდა ეს ფაქტი. ამ ფაქტის განსახიერებაა ის, რომ ბევრი დარჩა სახლში. ამიტომ არის, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ გამარჯვებას.

ოპოზიციური პარტიების ლიდერად აღიქმება „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ლიდერები და დანამატები „ევროპული საქართველოდან“. ორივე მათგანის უკან დგას ცხრაწლიანი გამოცდილება. ამ გამოცდილების გამო მათ მიმართ სიმპათია არ არის, რაც ჯერ კიდევ 2012 წელს გამოჩნდა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვერ მოიპოვეს მოსახლეობის ნდობა, რომ შეძლონ ქვეყნის მართვა. ამიტომ მათ ამომრჩეველი არ ჰყავთ. ოპოზიციაში არიან იგივე სახეები, რომლებსაც არასოდეს გაუმარჯვიათ ვინმესთან მიწებების გარეშე“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ახალ ალტერნატივას, საყვარელიძის განცხადებით, ლაპარაკია „ლელოზე“, რომელიც შეუერთდა იმ პარტიებს, რომლებსაც გამარჯვების გამოცდილება არ აქვთ და მხოლოდ დამარცხების გამოცდილება აქვთ.

„თვითონ „ლელოს“ რეიტინგი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიმზიდველობა შეიძინოს. თუკი „ლელო“ მიუახლოვდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მონიშნულ პლატფორმას, სტილს, მიტინგისა და დესტაბილიზაციის გამართლებას, რაც ბევრჯერ სცადა, სავარაუდოა, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს იგივე დამოკიდებულება, რაც აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

ვნახოთ, შეიძლება უფრო საინტერესო კონფიგურაცია ვიხილოთ სამოვალოდ. „ლელო“ მარტო „ქართული ოცნების“ კონკურენტი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენტიც არის, ერთიან ამომრჩეველს გულისხმობს და ალბათ, არჩევნებზე ნაციონალების ამომრჩევლების ხმების რაღაც ნაწილს წაიღებს „ლელო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ხელისუფლებას ამ რაოდენობის ხალხის მობილიზება ყოველთვის შეუძლია. მისი თქმით, ასე იყო, როცა 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სტადიონი გაავსო, მაგრამ 3 დღის შემდეგ არჩევნები წააგო და ასე იყო შევარდნაძის დროსაც, როცა მთელი საქართველო გამოვიდა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქციის ორგანიზება არ უჭირს, რადგან ამ ქვეყანაში ჯერ არ დამდგარა ისეთი სიტუაცია, როდესაც საჯარო სამსახურში დასაქმებულმა, უარი განაცხადოს ხელისუფლების თხოვნაზე.

„ხალხის ეს რაოდენობა არაფერს ნიშნავს, ნებისმიერი ხელისუფლება შეძლებს ამ რაოდენობის ხალხის გამოყვანას. აი, თუ ოპოზიციამ შეაგროვა ამ რაოდენობის ხალხი, მაშინ უკვე ძალიან ცუდად არის საქმე. ამ რაოდენობის ხალხის გამოყვანა არაფერს არ აძლევს ხელისუფლებას, გარდა იმისა, თქვას, რომ აი ოპოზიცია 3 ათასის შეგროვებასაც ვერ ახერხებს და ჩვენ 100 ათასზე მეტი მხარდამჭერი გვყავს.

ნებისმიერ ქმედებას აქვს თავისი მიზანი, იმის თქმა, რომ ჩვენ მეტი შევაგროვეთ და თქვენ ნაკლები, ამით ქვეყანაში ვითარება არ იცვლება და არც ქვეყნის გარეთ ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაში შეიტანს რამე ცვლილებას, თუ შეიტანას პირიქით - უარყოფითს. ჩვენი წარსულიდან გამომდინარე ამგვარ აქციებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერი ორგანიზებული აქცია გავლენას ვერ მოახდენს ნეიტრალურ ამომრჩეველზე.

„მარტო პიარისთვის იყო საჭირო, მაგრამ პიარი ისე არ იმუშავებს, როგორც ხელისუფლებას ჰგონია. ფუჭი გასროლა იყო, მით უმეტეს, თუ ამას დავუმატებთ იმ გამოსვლებს, რაც იქ იყო. გავიგეთ, რომ ვაჟა ფშაველა იყო ძალიან მაგარი ქართველი, ეს ისედაც ვიცოდით, ვისაც ცალი თვალით მაინც ჩაგვიხედავს წიგნში. მეტი რა გავიგეთ ახალი? – არაფერი. რატომღაც ყველამ ახსენა ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე ჩაანაცვლა ვაჟამ, ეს არის მთელი ამ აქციის აზრი? ხელისუფლებას სხვაგავარად ჰქონდა ჩაფიქრებული, უნდოდა, რომ ნეიტრალური აქცია ყოფილიყო, თვითონ არ მიეღო მონაწილეობა, ფასადურადაც კი, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ თვითონ არის ამ აქციის ორგანიზატორი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

tngh ქვეყანა ევროპისკენ მიდის... "ნაც-ოპოზიცია" კი, საარჩევნო კანონით ცდილობს ავღანეთისა და ერაყისკენ წაათრიოს...
4 წლის უკან
tngh ეს ხალხი უკლებლივ ყველა, ძალადობით იყო მიყვანილი აქციაზე. "დამოუკიდებელი" ტ/კ-ების: "ჭუტავიზიას", "აქუვიზიას".... "ბოღმა ტვ"-ის "მახვილ" თვალს არ გამორჩა ის "ზეწოლის" ნიშანი, რომელიც ეტყობოდათ იქ მყოფ საზოგადოებას. ვაი იმას, ვინც არ მივიდა. ბიძინას ბრძანებით, ყველას "ააწიოკებენ"...
4 წლის უკან
tngh ეს ხალხი უკლებლივ ყველა, ძალადობით იყო მიყვანილი აქციაზე. "დამოუკიდებელი" ტ/კ-ების: "ჭუტავიზიას", "აქუვიზიას".... "ბოღმა ტვ"-ის "მახვილ" თვალს არ გამორჩა ის "ზეწოლის" ნიშანი, რომელიც ეტყობოდათ იქ მყოფ საზოგადოებას. ვაი იმას, ვინც არ მივიდა. ბიძინას ბრძანებით, ყველას "ააწიოკებენ"...
4 წლის უკან
სოციალისტი აბა კაცო, აბა!!! სულ ძალით მიყვანილი იყო ეს ხალხი... ჩემი თვალით ვნახე, როგორ ქონდათ ჯაჭვებით და ბოქლომებით ხელები შეკრული და მერე ერთ დიდი გრძელი ჯაჭვით იყვნენ გადაბმულები ერთმანეთზე, შიშველი ფეხებიდან სისხლი სდიოდათ და როცა აქლემებზე ამხედრებული ადმინისტრაციული რესურსი მათრახს გადაჰკრავდათ, ფეხი ააჩქარეთო, მონების საცოდავად გმინავდენ!
4 წლის უკან
Maverick ნაცბოზბზნდას, ხავს აკიდებულ პარტიებს და გადაკრასკულ ფულშემატკივრებს მხოლოდ ერთი რამის თქმა შეუძლიათ - "მკვახე იყო ის ყურძენიო და მომკვეთდა კბილებსაოოოოოოოოოოოოოო"!
ასე, რომ 32 ჩადჟმულ და აქოთებულ პარტიას აღარავინ ენდობა, ხოლო რაც შეეხება ქ.ოცნებას თუ ეკონომიური მდგომარეობა არ გააუმჯობესა და ხალხისაკენ (და არა ბიძინას ჯიბისაკენ) ხედვა არ დაისახა მიზნად მასაც იგივე ბედი ეწვევა, რადგან საზოგადოება გაიზარდა და ფოჩიან კამფეტებზე აღარ იყიდება...
4 წლის უკან
tngh პატივცემულო "სოციალისტო"!!! და ესე გულგრილად უყურებდი "მონების საცოდავად გმინვას"??? ნუთუ როგორ ვერ შეძელი გადაგეღო ეს კადრები და მიგეწოდებინა "დამოუკიდებელი" ტ/კ-თვის.
4 წლის უკან
tngh პატივცემულო "სოციალისტო"!!! და ესე გულგრილად უყურებდი "მონების საცოდავად გმინვას"??? ნუთუ როგორ ვერ შეძელი გადაგეღო ეს კადრები და მიგეწოდებინა "დამოუკიდებელი" ტ/კ-თვის.
4 წლის უკან