ინგლისელმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა "რეინჯერსთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდს 2024 წლის ივლისამდე გაწვრთნის.
აღნიშნული ინფორმაცია გლაზგოური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ჯერარდმა "რეინჯერსი" 2018 წელს ჩაიბარა. გასულ სეზონში ინგლისელის გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გავიდა.
მიმდინარე სეზონში გლაზგოელები ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან და "სელტიკს" ორი ქულით ჩამორჩებიან, ასევე "რეინჯერსი" ევროპა ლიგის პლეი ოფში გავიდა.