მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტოს (WADA) განცხადებით, 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვასა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობაზე არ გავრცელდება.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„უნდა გახსოვდეთ, რომ სპორტის ყველა სახეობისთვის ერთი მიდგომა უნდა გვქონდეს. მართალია, რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებში კონტინენტური პირველობები ასეთი მნიშვნელოვანი არაა“, - განაცხადა ჭADA-სთან შესაბამისობის კომისიის თავმჯდომარე ჯონატან ტეილორმა.
ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები 11 ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება. კონტინენტის პირველობის ორ მატჩს სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებს.
რუსეთს 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა აეკრძალა, რუსი სპორტსმენები კი ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ.
2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOჩ) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.