ჰოლივუდის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ ათწლეულის რეჟისორი დაასახელა. ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. ამ ჯილდოს რეჟისორი დენი ვილნევი მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 9 იანვარს არის დაგეგმილი.
ვილნევის ფილმოგრაფიაში შედის ფილმი „ხანძრები“, „ტყვეები“, „მკვლელი“ „სამართებელზე მორბენალი 2049“. ფილმი „ჩამოსვლა“ კინოეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა და რეჟისორი „ოსკარზე“ წარადგინეს, თუმცა მან ეს ჯილდო ვერ მიიღო.
2018 წელს დენი ვილნევი იმ 30 რეჟისორის სიაში მოხვდა, რომელთაც კარიერის განმავლობაში ფინანსურად წამგებიანი ფილმი არ გადაუღიათ. ამ სიაში 1980 წლის შემდეგ გადაღებული ფილმები შევიდა, რომელთაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მიიღეს.
2017 წელს პორტალმა Quartz-მა 25 წლის განმავლობაში საუკეთესო რეჟისორები დაასახელა. რეიტინგის ლიდერი რიჩარდ ლინკლეიტერი გახდა.