მიმდინარე წელს ცნობილ ჯგუფს „The Rolling Stones” დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსებმა ოთხი კონცერტი დაგეგმეს.
ცნობილია რომ მიმდინარე წლის 25 და 29 ნოემბერს მიკ ჯაგერი და მისი კოლეგები ლონდონის „02 Arena”-ს დარბაზში ორ კონცერტს ჩაატარებენ.
შემდეგ მუსიკოსები აშშ-ში გადაინაცვლებენ. 13 და 15 დეკემბერს ნიუ - ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში „The Rolling Stones” ასევე ორ ღონისძიებას გამართავს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის მერიამ ჯგუფის წევრებს ოფიციალური თხოვნით მიმართა და ამ ქალაქში ერთი კონცერტის ჩატარება სთხოვა.
დღეს დილით იუბილარმა მუსიკოსებმა საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს, რომ 8 დეკემბერს, ბრუკლინში მდებარე „Barclays Center”-ში ერთ დამატებით კონცერტს გამართავენ.