„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს მადრიდის „რეალთან“ მოახლოებული კლასიკოს შესახებ ესაუბრა.
„ძლიერ „რეალს“ ველი. ისინი ახლა ძალიან კარგ ფორმაში გახლავან. თუმცა, ეს ხომ განსაკუთრებული მატჩებია, რომლებშიც მნიშვნელობა არ აქვს როგორ მდგომარეიობაში არიან გუნდები“ - ციტირებს არგენტინელი თავდამსხმელის სიტყვებს Marca.
მე-10 ტურის გადატანილი მატჩი „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ბარსელონაში მიმდინარე მიტინგების გამო გადაიდო. შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.