Golding-ის აუქციონზე გაიყიდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსის ჩოგანი, რომლითაც ის 2018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში თამაშობდა. უცნობმა ნივთში $20.9 ათასი გადაიხადა
სერენა უილიამსმა აშშ-ის ღიას ფინალში (ნაომი ოსაკას წინააღმდეგ) ჩოგანი დაამტვრია. ინციდენტი მსაჯებთან კამათის დროს ნაომი ოსაკასთან თამაშის დროს მოხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჩოგანი 22 წლის სტუდენტ ჯასტინ არინგტონ-ჰოლმსს ერგო, რომელიც ფინალში ბურთების მიმწოდებლად მუშაობდა.
ჯასტინმა ადგილობრივ მაღაზიას ჩოგანი $500 მიჰყიდა. ნივთის ახალმა მფლობელმა ჩოგანი აუქციონზე გაიტანა და სოლიდური მოგება მიიღო.