ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში, გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და 99:110 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 2 წუთსა 10 წამს დაჰყო, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ყოფილი ინდიანელი, ამჟამად კი კლიპერსის ერთ ერთი ლიდერი, პოლ ჯორჯი გახდა, რომელაც 36 ქულა მოაგროვა, ცხრა მოხსნა განახორციელა, შვიდი სამქულიანი ჩააგდო და ხუთი შდეგიანი პასი მიითვალა.
აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში, „ინდიანა“ 15 მოგებითა და 9 წაგებით, ისევ მეექვსე პოზიციაზე რჩება.