„ნაცმოძრაობა“ ნებისმიერი ხერხით შეეცდება მსხვერპლის მოპოვებას, ვინაიდან მსხვერპლის გარეშე ვერ მოახერხებს თავისი ენერგიის გამოვლენას“

„ნაცმოძრაობა“ ნებისმიერი ხერხით შეეცდება მსხვერპლის მოპოვებას, ვინაიდან მსხვერპლის გარეშე ვერ მოახერხებს თავისი ენერგიის გამოვლენას“

პარალელები ძველ რომთან, პარალელები აჭარის „ფაშასთან“... ოპოზიცია განსაკუთრებულად ჩაუღრმავდა ისტორიას, ბიძინა ივანიშვილი ნერონთან და ასლან აბაშიძესთან გააიგივა და მათი ბედი უწინასწარმეტყველა.

მათი გადმოსახედიდან, ბიძინა ივანიშვილი უკვე შემწყვდეულია ხაფანგში და არა მარტო ბოქლომი, არამედ ხაფანგის გასაღებიც ოპოზიციის ხელშია. ამიტომ ბიძინას უნდა წაართვან ის, რაც ხალხს ეკუთვნის, ანუ პროპორციული არჩევნები.

რის მოლოდინშია ოპოზიცია და რატომ ელის ე.წ. საკრალურ მსხვერპლს?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე ესაუბრა.

პროტესტანტებმა შესაბამისი დრო შეურჩიესქართულ ოცნებას“. მათი აზრით, იმ დროს, როცაოცნებაუძლურების დემონსტრირებას ახდენს, სწორედ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების პერიოდია. რა შემთხვევებში იწყებოდა ხოლმე საქართველოში საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა და რამდენად შესრულებადია ეს დანაქადები ახლა, თანაცნაციონალებისმედროშეობით?

- რა რესურსიც აქვს ოპოზიციას, ეს გამოჩნდა ქუთაისში, სადაც დაახლოებით 700 ადამიანამდე იყო შეკრებილი, აქედან ნახევარი თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდან ჰყავდათ მობილიზებული. თანაც, ეს არ იყო მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ რესურსი, არამედ იქ იყო გაერთიანებული ოპოზიციის რესურსი. ამდენად, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერი სხვა ლიდერის განცხადება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების შესახებ უბრალო სტიმულირების ხერხია. როგორც ჩანს, მათ მოტივაციის მუხტისთვის სჭირდებათ ასეთი რამ, რადგან მოსახლეობას არ აინტერესებს მათი საპროტესტო გამოსვლები, ხალხის თვალში ეს არ არის აქტუალური თემა, ეს არ არის გამაერთიანებელი თემა.

ოპოზიციის არგუმენტით, ქუთაისი ინერტული ქალაქია და ქუთაისის კვალობაზე მაინც ბევრი ხალხი მივიდა, თურმე, მათ შეკრებაზე. სწორედ ამ კონტექსტში იყო გრიგოლ ვაშაძის კომენტარიც, „გული მიკვდება, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ქალაქი დაცლილია ხალხისგანო“, შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძე ამით ცდილობდა, აეხსნა მომიტინგეთა ნაკლებობა ამ აქციაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქუთაისი ინერტული ქალაქია?

- ამას ქუთაისელებმა უპასუხონ, არის თუ არა ქუთაისი ინერტული ქალაქი. ვაშაძის ფსიქოლოგიურ ანალიზს არ შევუდგები, ვფიქრობ, მძიმე პრობლემებია და ჩემი კვალიფიკაცია ამას არ ჰყოფნის. ამგვარი შეძახილებით, რომ თურმე ქუთაისი ინერტული ქალაქია, რაიმე წარმატებაზე საუბარიც კი გადაჭარბებულია.

პროპორციული არჩევნები არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყოს?

- ეს მოთხოვნა, რომ მაინდამაინც პროპორციულად უნდა განხორციელდეს არჩევნები, არ არის საკმარისი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დასაწყებად. ეროვნული წინააღმდეგობა არის ეროვნული ამოცანა, ეროვნულ საფრთხეს კი დღეს წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. ინერტული ქალაქი რას ნიშნავს? „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ვერ გროვდება და არც შეგროვდება ხალხი.

თვით სააკაშვილის დროსაც კი, როცა ხალხი შეშინებული იყო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის მცდელობა არსებობდა, მაგრამ 2012 წლამდე წარმატებით ვერ დასრულდა ეს პროცესი. იმდროინდელ ეროვნულ წინააღმდეგობას რა განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა?

- ეროვნული წინააღმდეგობა იყო, როდესაც ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩებში და არა ის, რასაც დღეს ტელეკომპანია „პირველი“ აჩვენებს. იმ დროს, როდესაც არსებობს დრონი, ეს ტელევიზია კამერის დაყენებას ცდილობს ისე, თითქოს ხალხმრავალი აქციაა. ბოლო საპროტესტო აქციაზე ათასამდე ადამიანიც კი ვერ მოგროვდა, დაახლოებით ნახევარი, ან 2/3 ჩაყვანილი იყო თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდან. ამ ფონზე გავიხსენოთ ის პროტესტები, როდესაც იპოდრომი, რუსთაველის გამზირი ივსებოდა. იმ პერიოდში 100-150 ათას ადამიანზე იყო საუბარი. ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, არ აჰყვეს „ნაციონალების“ პროვოკაციას. აშკარად ჩანს, რომ ქუთაისის აქციის მთავარი მიზანი იყო „ოცნების“ ოფისის წინ გავლა და პროვოცირება. ამდენად, ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ის არის პასუხისმგებელი და არანაირი საშუალება არ უნდა მისცეს ოპოზიციას, პრობლემა შეუქმნას ქვეყანას. თავის მხრივ, ოპოზიცია აბსოლუტურ დეპრესიაშია, რეცესიაშია, საპროტესტო ძალის აკუმულირებას ვერ ახდენს იმ ხარისხით, როგორც მათ სურთ. მათი მიზანია, შეუქმნან პრობლემა ქვეყანას, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამ აქციების ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკური განვითარების შეფერხება. ნებისმიერი დესტაბილაზაცია, რომელიც გამოიწვევს ეკონომიკურ უკუსვლას, სასარგებლოა ოპოზიციისთვის და არა მხოლოდ „ნაცმოძრაობისთვის“. ყველა ოპოზიციური პარტია უნდა აცნობიერებდეს, რომ, როდესაც უერთდები „ნაცმოძრაობას“, ამით ხელს უწყობ დესტრუქციას, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ახლა მთავარია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მისი შეუფერხებელი განვითარება. მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ უნებლიედ ხდება, ეს კეთდება შეგნებულად. ზაფხულის აქციები ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ტურისტული სეზონი პიკზე იყო ასული. ახლაც ზამთრის სეზონი ჩაგდებულია და ეს შეგვიძლია მარტივად გავიგოთ სასტუმროების, ჰოსტელების სტუმრების რაოდენობიდან გამომდინარე. ამდენად, ეს დესტრუქცია, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს მმართველი პარტიის პროვიცირებას, სახელმწიფოს პროვოცირებას, მეორე მხრივ, ეკონომიკური სიძნელეების შექმნას. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგნელის კომენტარი აშკარად პროვოკაციულ ელფერს შეიცავს, ვიღაც ამბობს, მრავალათასიანი მსვლელობა იგეგმებაო და ამ დროს ჩვენ იმასაც ვხედავთ, როგორ იქცევა ოპოზიციური მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“. ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკურ ძალებთან აფილირებული მედია, რომელიც დესტაბილიზაციის გამოწვევას და ამ დესტაბილიზაციის წახალისებას ცდილობს. ამიტომ მთავრობამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, რათა, ღმერთმა არ ქნას, ამ შეხლა-შემოხლამ არ გამოიწვიოს გარკვეული მსხვერპლი. ამან შეიძლება 2-3-ჯერ გაზარდოს ოპოზიციის ენერგია. ამ ეტაპზე ეს მუხტი ოპოზიციას აკლია და ოპოზიცია თავადვე აცნობიერებს ამას, ანუ ოპოზიციაში ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, დანარჩენები არიან დეკორაციები, მარიონეტები და სიცოცხლეგამოცლილი სუბიექტები. რაკი „ნაცმოძრაობას“ ეს მუხტი სჭირდება, ის ნებისმიერი ხერხით შეეცდება ამ მუხტის მოპოვებას, შეეცდება მსხვერპლის მოპოვებას, ვინაიდან მსხვერპლის გარეშე ის ვერ მოახერხებს თავისი ენერგიის გამოვლენას. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა.

რას ემსახურება ბიძინა ივანიშვილის გაიგივება ნერონსა და ასლან აბაშიძესთან და მათი ბედის წინასწარმეტყველება?

- ყველა ამ პერსონის ძირითადი მოტივია ბაზისური ინსტინქტი, კერძოდ, ის, რომ მათ ეშინიათ. მე არ ვიცი, რატომ ეშინიათ, მაგრამ ეს შიში აშკარად გამოსჭვივის ამ პერსონალიების ნათქვამში. შიში არის ერთ-ერთი ძირითადი ინსტინქტი, რომელიც ამოძრავებს ზოგიერთ ოპოზიციონერ ლიდერს. ის, რომ ნერონსა და ასლანს ადარებენ ბიძინა ივანიშვილს, ესეც ფსიქოლოგიური შეტევის ხერხია, მაგრამ ეს ძალიან მდაბიო და პრიმიტიული ელემენტია. ყველანაირი თვალსაზრისით, „ნაცმოძრაობის“ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ხელისუფლების პროვოცირება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის შედარება ნერონთან, თუ ასლანთან. ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რამდენად წარმატებულად ხორციელდება საინფორმაციო კამპანია.

მაგალითად, ტელეკომპანია „პირველს“ არ გააჩნდა ინტელექტუალური რესურსი, რომ თვითონვე დაეთვალა ქუთაისის აქციაზე გამოსულ ადამიანთა რაოდენობა? რატომ მოიშველია „როიტერი“ და სხვა სააგენტოები? ამ დროს დასათვლელი იყო ძალიან მარტივად, იქ იყო 500-700 დემონსტრანტი, ეს იყო მთელი მობილიზაცია ამ 32 პარტიისგან შემდგარი კოალიციის. უბრალოდ, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, აწარმოოს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომი და ამ ფსიქოლოგიური ომის ერთადერთი მოტივაციაა ხელისუფლების გამოწვევა. ამიტომ ვთქვი, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს აბსოლუტური თავშეკავება და პასუხისმგებლობა.

 

სოციალისტი მეტსაც გეტყვით დღევანდელ სიტუაციაში (ახლო მომავალი იგულისხმება) პროპორციული სისტემით საქართველოში არჩევნების ჩატარება არის პირდაპირი დანაშაული ქართველი ერის, სარწმუნოების და საერთოდ საქრთველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ! იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს პოლიტიკური პარტიები ვართ ძალიან მცირერიცხოვანი ერი,, ჩვენთვის ნებისმიერი დაკანონებული - გამართლებული დაყოფა არის დამღუპველი. პარტიებისათვის მათი პარტიული (ხშირად მხოლოდ ნომენკლატურის) ინტერესები აპრიორი აღმატებულია სახელმწიფო ინტერესებზე. ამიტომ ისინი მანიულირებენ და საკუთარ ინტერესებს ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებად ასაღებენ! მათთვის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტისათვის, ყველა სხვა ერთეული მოქალაქე, მოქალაქეთა ჯგუფი, მითუმეტეს მოეორე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ვინც მის პარტიულ ინტერესებს არ იზიარებს აპრიორი წარმოადგენენ პირდაპირ მტერებს, რომელებიც ხელს უშლიან ძალაუფლების მოპოვებაში და ამგვარად ამ სახელმწიფოს ფინანსური და მატერიალური რესურსების დაუფლებაში.
1 თვის უკან
სოციალისტი რადგან პოლიტიკური პარტიების არსებობა გამოცხადებული დემოკრატიის მონაპოვარად, ე ს დემოკრატია თავისი არსით წარმოადგენს საქართველოს სინამდვილეში მიუღებელ პოლიტიკურ მოვლენას!
1 თვის უკან
trampi გიორგი გახარია: ამერიკელები, რაც მეტს ვაკეთებთ, მეტს ითხოვენ
17 დეკემბერი, 2019



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელი კონგრესმენების მწვავე წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც უფრო მეტ შედეგებს აღწევს „ქართული ოცნების“ მთავრობა, სტრატეგიული პარტნიორი მით მეტს ითხოვს მათგან. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ კონგრესმენები საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები არიან და მათი ყველა კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სამუშაო რეჟიმში განიხილება


ახალს არ ვიტყვი, ესენი აქ ადრეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ გულს მაინც მოვიფხან...


თქვენ რამდენი კარგიც გინდა გააკეთოთ ამერიკელებს მაინც არ მოეწონებით!!!!!!!!!!!!!!!
იმიტომ რომ თქვენც ნაცებივით უნდა აწამოთ და ხოცოთ ხალხი-----..ზოგი ზღვაში უნდა ჩაახჩოთ,ზოგი ქუჩაში უნდა ხოცოთ, უფრო ბევრი ციხეებში, ზოგიც კიდე უნდა შემოგეუპატიუროთ .....თან ხალხს უკანასკნელი სარჩო--საბადებელიც უნდა წაართვათ, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეთ ...... .აი მხოლოდ მერე მოეწონებით იმ ჩათლახ ამერიკელებს
გუანტანამო მაგათი მოგონილი და მაგათი წესია-------მაგათ მოსაწონად მიშა რომ იქცეოდა და იმიტომაც ,,ჩუხჩუხებდა,, მაშინ საქართველოში დემოკრატია.....არადა იმ წლებში სინამდვილეში აქ რა დემოკრატიაც ჩუხჩუხებდა, ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ
მაგათი მსოფლიო ბატონობისთვის, მსოფლიოს ნებისმერ ადგილზე, ნებისმიერი ერი ბრბოდ უნდა იქცეს, უნდა გატყდეს ფსიქოლოგიურად, ყველა უნდა არქიფო სეთურის ხალხს დაემსგავსოს, რომ მათი გულაობისთვის ოდნავი წინააღმდეგობის გამწევი და ხელის შემშლელი, ოდნავ საღად მოაზროვნე ხალხიც კი არსად არ დარჩეს........ მთელი მსოფლიოს (ან მისი დიდი ნაწილის) ადვილად სამართავად, ანუ მის ერთმმართველობის ქვეშ მოსაქცევად, ნებისმიერი ერი (ერები) უნდა ერთ მთლიან, ერთგვაროვან უფერო მასად იქცეს. იქ ავი კარგის მცნება საერთოდ უნდა გაქრეს. მორალზე და ზნეობაზე კიდე ხომ ზედმეტია ფიქრიც კი...მხოლოდ გადარჩენაზე უნდა იფიქროს ადამიანმა
სწორედ იმიტომ მოგონეს ეს ე.წ. გლობალიზაცია(ანუ ვისი ვისსაშია). სწორედ ამ ვითომდა დემოტრაკიის დაცვის საბაბით არის სინამდვილეში ყველგან რომ თავიაანთ საქმეს აწვებიან--აკეთებენ. ამისთვის მაგათ ათასი ინსტრუმენტი და საშუალება ააქვთ, პლიუს ოხრად ფულებიც........მაგათ საქმეს როცა როგორ სჭირდება ისე იქცევიან....ხან ადამიანის უფლებების დაცვას იგონებენ, ხან განათლების რეფორმებს, ხან პროგრესისთვის ხელის შეწყობას და ხან კიდევ ათას სხვა სიაფანდობებს..................უბრალოდ ეგენი მხოლოდ თავიაანთ საქმეს აკეთებენ...
ჩვენს შემთხვევაში---- ჩვენ უნდა ვიყოთ რუსის ტრაკში გამოუღებელი ეკალი , თანაც რაც შეიძლება აქტიური........... ..მორჩა და გათავდა...სხვა ხეირი მაგათ ჩვენგან არაფერი აქვთ. ჩვენი დანიშნულება მაგათთვის მხოლოდ ესაა
სწორედ იმიტომაც მოსწონდათ მაგათ მიშა---ის ერთდროულად მაგათ ორ საქმეს აკეთებდა--- რუსსაც აგინებდა და ჩვენც აქტიურად გვარეფორმირებდა--ასე ვთქვათ ჭკვაზე (აზრზე) ,,მოვყავდით,,
აი სწორად ეგაა ჩვენთან მაგათი ნებისმიერი ქმედების არსი. ხოოდა ვინც მაგათ თავიაანთი მიზნების განხორციელებაში გამოადგებათ, ისინი არიან მაგათვის მისაღებებიც და დემოკრატიის მამამთავრებიც..... გინდ ბოკერია იყოს და გინდ კიდე ნაზიბროლა თერჯოლიდან... ოღონდ მაგათ თავიაანთი საქმე გააკეთონ და სუ კიტრზე ჰკიდიათ აქური დემოკრატიაც და ადამიანის უფლებებიც...
თორემ გუშინ რომ დემოკრატიის ჩუხჩუხი იყო(ხალხის ხოცვა) და დღეს აღარ არის, ეს დღეს თურმე დემოკრატიის დარღვევაა და პირიქით.....
გუშინ რომ ხალხს ხოცავდნენ და ის ხალხი დღეს პარლამენტს შტურმით იღებენ, ეს ადამიანების უფლებების დაცვა ყოფილა, ხოლო თუ დღეს ხელისუფლება თუნდაც ბოდიშის ფონზე, მიტინგს ნეჟნად დაშლის, ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ყოფილა......
აფსუსსს მიშა და ...............მისეული . მიტინგების დაშლა--დემოკრატის ვარსკვლავი გაიბრწყინებდა ..
.ჯერ მარტო იმ მიტინგებზე ხალხის მისვლა რა გმირობა იყო და ახლა იმ მიტინგების მიშასეული დაშლის დროს გადარჩენა (საკუთარ ბეჭებზე ბევრჯერ მაქვს გამოცდილი მიშას დემოკრატია)
აუუუუ........................... რომ მახსენდება რაღაც რაღაცეები ...ესენი ხომ ერთი დღე არ არიან გასაჩერებლები, მაგრამ მიშას დემოკრატია რომ მახსენდებაააააა...................... დღევანდელ დღეს დემოკრატია მართლა სუ ნაპორით ჩუხჩუხებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!...
ჩუხჩუხია აბა რააარი?/ პარლამენტში ტერორისტები დივერსიებს აწყობენ და...... იქაც ბანტიო .....დემოკრატიააა აბა რა არი?? (უფრო სწორად დემოკრატიული ბარდაგი)
კი მაგრამ მე რომ ნაცების ოფისთან რომ ჩემი დემოკრატიული უფლ;ებები გამოვხატო და ერთი კაი ზრივჩატკა შევაგდო არ შეიძლებააა??


...მოკლედ გახარიას ვეტყოდი.......რა ატამი, რის ატამი...... აი თუ იმათ მოსაწონად მოიქცევით, მხოლოდ მერე მოეწონებით ამერეიკელებს. მანამდე ბოდიში და----- არ მოსწონხართ...
ქუნემ კოლუმბი...... ქუნემ
1 თვის უკან