„იუვენტუსის“ ორი ვარსკვლავი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანო რონალდუ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მცირეწლოვან ალბანელ ბავშვებს შეხვდნენ და საკუთარი ავტოგრაფებით გაფორმებული სამახსოვრო მაისურები გადასცეს.
ნოემბრის ბოლოს, ალბანეთში ბოლო ათ წელიწადში ყველაზე ძლიერი, 6.4-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 51 ადამიანი დაიღუპა, 3000 კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევის დროს 7 წლის აურელი და 10 წლის ალესიო აივნიდან გადმოხტნენ და გადარჩნენ. თუმცა, აურელს ბებია, და, ალეზიოს კი მამა და და დაეღუპა. მიწისძვრის შემდეგ, როდესაც მათ მოსანახულებლად ქვეყნის პრემიერმინისტრი ედი რამა მივიდა, ბავშვებმა უთხრეს, რომ მათი ყველაზე დიდი ოცნება რონალდუსა და ბუფონის ნახვა იყო. დაზარალებულ პატარებს კი პრემიერმა სურვილი მაშინვე შეუსრულა, რომში წაიყვანა და „იუვენტუსის“ ვარსკვლავებს შეახვედრა.