იტალიაში, ტურინში აუქციონი მოეწყო და ლეგენდარული ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს ფორმა 30 ათას ევროდ გაიყიდა.
პელეს ეს ფორმა ბოლო სანაკრებო მატჩში, 1971 წელს იუგოსლავიასთან გამართულ შეხვედრაზე ეცვა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
აუქციონზე ასევე წარსულში ცნობილი იტალიელი ველომრბოლელის ფაუსტო კოპის ყვითელი მაისურიც გაიყიდა. რომელიც მას 1952 წლის „ტურ დე ფრანსზე“ ეცვა. მაისურში მსურველმა 25 000 ევრო გადაიხადა.
პელეს ანგარიშზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში (1957-1971 წლებში) გამართულ 92 შეხვედრაში 77 გოლია.