ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დანიელი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ის Instagram-ზე წერს.
„15 წლიდან პროფესიონალი ჩოგბურთელი ვარ. 30-ჯერ მაქვს მოგებული WTA-ს ტურნირები, 71 კვირის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვიყავი, გავიმარჯვე წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ვმონაწილეობდი სამ ოლიმპიურ თამაშებში, გავიმარჯვე 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე - მოკლედ, კორტზე მივაღწიე ყველაფერს, რაზეც ვოცნებობდი.
არაერთხელ მითქვამს, რომ მოვა დრო, როდესაც მივხვდები, რომ კორტს მიღმა ცხოვრება ჩემთვის უფრო საინტერესო გახდებოდა. ეს დრო უკვე დადგა. 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ კარიერას ვასრულებ“, - წერს ვოზნიაცკი.