ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა.

ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის თებერვალში აირჩიეს. 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მან თანამდებობა შეინარჩუნა, რის გამოც ზედიზედ მესამე ვადით არჩევის უფლება არ ჰქონდა.

მიზნის მისაღწევად, 57 წლის ფუნქციონერმა ჭკვიანურ ხერხს მიმართა და გადადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს გასამართ არჩევნებში ის მოქმედი პრეზიდენტი აღარ იქნება, რაც მას საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლებას მისცემს. ეს მოსაზრება ტებასმა სოციალური ქსელითაც დაადასტურა და განაცხადა, რომ იმისთვის გადაწყვიტა, რომ არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.