პოპულარული იტალიური სპორტული გამოცემა, „კორიერე დელო სპორტი“ რასისტული ნომრის გამო სკანდალში გაეხვია.
გაზეთის დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზეა გამოტანილი „ინტერის“ ფორვარდის, რომელუ ლუკაკუსა და „რომას“ მცველის, კრის სმოლინგის ფოტოები. ამასთან, „ინტერი“ - „რომას“ თამაშის პრევიუ დასათაურებულია: Black Friday.
მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელის საშუალებით „კორიერეს“ ყველა აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ სერია A-ში, სადაც რასიზმის პრობლემა ყოველთვის იყო, გულშემატკივრები შავკანიან ფეხბურთელებს მატჩების დროს ამის შემდეგ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებენ.