ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2019 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ავტომრბოლელთა რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის პირველ ადგილზე მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰემილტონი მოხვდა, რომელმაც 2019 წელს გამართულ ფორმულა 1-ის 21 რბოლიდან 11 მოიგო.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) - 43,7 ქულა;
მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) - 43,4
კარლოს საინსი („მაკლარენი“) - 41,8
ლანდო ნორისი („მაკლარენი“) - 40,3
შარლ ლეკლერი („ფერარი“) - 39,9
ალექსანდრ ალბონი („რედ ბული“) - 39,4
ვალტერი ბოტასი („მერსედესი“) - 39.0
სერხიო პერესი („რეისინგ პოინტი“) - 38,2
დანიელ რიკარდო („რენო“) - 37,7
დანიილ კვიატი („ტორო როსო“) - 37,2