„გვარამიას განცხადებას არ სჭირდება გამოძიება, მივიდნენ დაადონ ბორკილები და წაუკითხონ უფლებები“

„გვარამიას განცხადებას არ სჭირდება გამოძიება, მივიდნენ დაადონ ბორკილები და წაუკითხონ უფლებები“

„ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ ყველას“, – მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, ძალოვან უწყებას უკვე გუბაზ სანიკიძე ემუქრება და აცხადებს, რომ ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და პოლიციელებზე დაიწყებენ ნადირობას. სანიკიძემ პოლიციელებს მონები ეძახა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ ყველას მიადგებიან, ვინც საპროტესტო აქციების დაშლის პროცესში მონაწილეობს.

„პოლიცია, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ სუყველას. ტყავში დაეტიეთ, პოლიციელებო, აღარ გიჩლიქავთ ენას. თუ რამის თავი გაქვთ, ქენით რა, დადექით ხალხის გვერდზე. რაის კაცები ხართ თქვენ, ინგუშეთში სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა, ვერ გაბედა და ხელი ვერ გაანძრია ფედერალურმა ხელისუფლებამ რუსეთში, გადააგდეს ევკუროვი ინგუშეთის პრეზიდენტი. მთელი სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა.

რისი კაცები ხართ თქვენ? ბიძინას მონები ხართ. წადით, დაიკერეთ რუსული პაგონები, რაღას ელოდებით. გადადით ლარსის ქედზე და დაგირიგებთ პუტინი ჩინ-მენდლებს. ვის ემსახურებით, ბიძინას? ბიძინაა თქვენი სამშობლო? ყველა როგორ გვჯობნის, გულგასიებული ვარ, რა ქნეს ინგუშმა პოლიციელებმა, მომიტინგეებთან ერთად ლოცულობდნენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „კავკასიის“ ეთერში.

სააკაშვილის და სანიკიძის მუქარის შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალებას აანონსებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს „ქართული ოცნების“ მომხრეები რომ იყვნენ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

„ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არადა – სამშობლოს დავკარგავთ“, – წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას მოწოდებას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, თუ ხალხი დარწმუნდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია არჩევნების გზით, მაშინ მიმართავს უკიდურეს ზომებს.

„იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს დათმობს და ძალადობრივი გზებით ხელისუფლებას შეცვლა არ გახდება საჭირო. ყველა ხელისუფლება თვითონ ჭედავს თავის ბედს. თუ ხალხი დარწმუნდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია არჩევნების გზით, მაშინ მიმართავს უკიდურეს ზომებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აქამდე არ მივა საქმე და ხელისუფლება მიიღებს იმ კანონს, რომლის მოთხოვნითაც არის გამოსული ხალხი ქუჩაში“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის მოწოდებას ემიჯნება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ რა სიტყვას გამოიყენებს. მისი თქმით, ოპოზიცია აგრძელებს მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს, რაც სრულიად ახალი სტანდარტია.

„ვინ რას ამბობს და ვინ რომელი სიტყვა გამოიყენა კონკრეტულ ფეისბუქ პოსტში, თუ სადღაც, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად მაქვს წარმოდგენილი მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის შინაარსი, გეგმა, სტრატეგია, რომლითაც ჩვენ მივდივართ. ის, რომ სწორ გზაზე მივდივართ, ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, დიპლომატიური კორპუსის განწყობები, საზოგადოების განწყობა, „ქართული ოცნების“ არაადეკვატური ქმედებები, ამას ყველაფერი ადასტურებს. დანარჩენი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ რა ფრაზას გამოიყენებს და რა სიტყვას გამოიყენებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ძალადობრივი და რევოლუციური მეთოდების მომხრე არ არის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, არასდროს უნდა იხილოს საქართველოში სცენარი, სადაც შეიძლება, ძალადობითა და რევოლუციით შეიცვალოს ხელისუფლება.

„ხალხმა უნდა გამოიყენოს ყველა კონსტიტუციური უფლება, რათა შეცვალოს რეალობა, რომ აირჩიოს, ვინც უნდა. ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, კანონიერი გზით და რაც შეიძლება მშვიდობიანად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ „დამხობა“ არის მეტაფორა და ხელისუფლების გასტუმრების ხერხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები იღებენ.

„ეს მეტაფორაა, მეტი არაფერი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური პარტიები“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

სანიკიძეს მუქარას ძალოვანების წინააღმდეგ და გვარამიას მოწოდებას ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, ამ დრომდე რეაგირების გარეშე ტოვებს გენერალური პროკურატურა, მაშინ, როდესაც სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317–ე მუხლის დარღვევა, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაულის ნიშნებზე საუბრობენ მმართველი გუნდის წევრები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო არ დაუშვებს რაიმე დაპირისპირებას ან ესკალაციას. ყოველთვის, როდესაც ამის მცდელობა იქნება, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს. თალაკვაძის თქმით, მას არ წაუკითხავს განცხადება, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ნიკა გვარამიას განცხადებას ღიმილით შეაფასებს.

„მართალი გითხრათ, არ წამიკითხავს მისი სტატუსი და სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მის მედიასაშუალებას იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და სამწუხაროდ, ამაზე თქვენ, ჟურნალისტებს არ გქონდათ შესაბამისი რეაქცია. მესმის თქვენიც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამაზე რეაქცია. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან ამბობს, რომ მედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მედია უნდა იყოს თავისუფალი, ობიექტური და დამოუკიდებელი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ისეთი ჩარევისგან, რასაც ამ შემთხვევაში თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი ახორციელებს. მე ნიკა გვარამიას განცხადებას უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ სხვა არაფერია თუ არა, მათი რეალური ზრახვის გამოვლინება. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ნიკა გვარამია მიზანია, ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. დეპუტატი სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც პოლიტიკური შეფასება.

„სამართლებრივ შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან ეს აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური შეფასება. სახელმწიფო უწყებებს ვერ მოვუწოდებ, რა უნდა გააკეთონ, ყველა ვალდებულია, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. თუ ვინმე დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, კანონი ავალდებულებს, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა.

ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულებრივ ნიშნებს, რაზეც შესაძლებელია, სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მსგავსი განცხადებები დეტალურად იქნება შესწავლილი. არა ემოციურად, არამედ ემოციების მიღმა იქნება გაანალიზებული და შეფასებები მიცემული. იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორები შეაფასებენ, რადგან ქართველ ხალხს სურს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

თბილისის მერის განცხადებით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და დამხობა არავის გამოუვა. კახა კალაძის თქმით, კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გამოუვა არც დამხობა, არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გაცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება და ჩვენი ქალაქი წინ წავა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“ , – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის განცხადებას, კალაძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ პოლიტიკა გაათავისუფლონ დესტრუქციული ძალებისგან. როგორც კალაძე აცხადებს, პოლიციელებთან დაკავშირებით სანიკიძის განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, ასეთი განცხადებები წლების განმავლობაში ისმის.

„ეს არის ბანდა ადამიანებს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ასეთ განცხადებებს უკვე წლებია ვისმენთ. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა, მოვუწოდო სიმშვიდისკენ, არავის მიეცემა ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალება, არავის არ მიეცემა საშუალება ახალგაზრდების დაპირისპირების.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პოლიტიკა გავათავისუფლოთ დესტრუქციული ძალებისგან. ახალი პოლიტიკოსები შემოვიდნენ, ახალი პოლიტიკური პარტიები გაჩნდება, რომლებსაც ექნება ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317–ე მუხლის შესაბამისად ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე. ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ გვარამიას განცხადება რევოლუციური სცენარისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა. მისი თქმით, ოპოზიციას აქვს დესტრუქციული სცენარი – რევოლუციური და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა.

„სიმართლე უნდა ითქვას: რევოლუციური სცენარისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა. იმას, რასაც სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ისტერიულად ამბობდა, ორი დღის წინ, ჯერ, გუბაზ სანიკიძემ პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების მიმართ ორლულიანი თოფებით მუქარით გამოხატა, დღეს კი ნიკა გვარამიამ პირდაპირი მოწოდება გააკეთა ხელისუფლების დამხობისკენ. არადა, რომ გეკითხათ, საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის იბრძვიან, ვითომ მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ. სინამდვილეში კი დესტრუქციული სცენარი –რევოლუციური და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაა! საზოგადოებისა და ხალხის დაპირისპირება, მაქსიმალურ გახლეჩაა, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეშლაა.

ხელისუფლების დამხობის ღია მუქარა, არეულობის მოწყობა, ხალხის დაპირისპირება, ქვეყნის ეკონომიკის განადგურება! თუ რამის თავი აქვთ, არჩევნებით დაამტკიცონ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად მოახდინეს თვითლუსტრაცია საზოგადოების თვალში, არჩევნების რეალურად ეშინიათ“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, გვარამიას მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ ერთმნიშვნელოვნად არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანალიტიკოსი არ იზიარებს ბერძენიშვილის განაცხადებას, რომ ხელისუფლების დამხობა „მხოლოდ მეტაფორაა“.

„თავად ბერძენიშვილის ქცევას, რა უნდა ეწოდოს, თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. თუმცა, მთავარი, რაც მაინტერესებს, აქ ესაა – ნუთუ პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულზე მართლაც „მეტაფორულია“ ამ ქვეყანაში?! რაც შეეხება გვარამიას მოწოდებას, ცალსახად ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოწოდება, რასაკვირველია შემდგარი დანაშაულია.

სახელმწიფო გადატრიალება ოპოზიციის გეგმის უმთავრესი მიზანია, შესაბამისად, აქ უნდა ჩაერიოს სამართალდამცავი ორგანოები, კვალიფიციური გამოძიება სჭირდება იმას, რა დგას ამ მოწოდების უკან, არის თუ არა რეალური ქმედება. თუკი იკვეთება, რომ საქმე გვაქვს შეთქმულებასთან, რასაკვირველია, ამას სჭირდება კვალიფიციური გამოძიება. მაგრამ რა განცხადებაც გვარამიამ გააკეთა, ამას არ სჭირდება გამოძიება. მივიდნენ დაადონ ბორკილები და წაუკითხონ უფლებები. რატომ არ რეაგირებს ამაზე პოლიცია და პროკურატურა არ ვიცი“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება სანიკიძის განცხადებას, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მუქარა დანაშაულია და ასევე, ეს არის მოწოდება საზოგადოების მიმართაც, რომ არ დაემორჩილონ პოლიციას.

„ესეც იგივე სცენარია. რასაკვირველია, ამას უნდა კვალიფიციური გამოძიება და ამაზე უნდა მუშაობდნენ უსაფრთხოების სამსახურები. ყოველდღიურად, მასობრივად ისმის მუქარა ძალოვანი უწყების მიმართ და რასაკვირველია, ამაზე პასუხი უნდა გასცენ. ასე როგორ შეიძლება?! ამის თვითდინებაზე მიშვება არსად არ ხდება. ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

trampi მერე რას იტყვის ევროპა--ამერიკა??
ვაიიი.....................ეს უტრაკო ყარაჩოილები
6 თვის უკან
Gami თუ გვარამიას გამოთქმა "მეტაფორაა", მაშინ ბერძენიშვილების ქცევა "მეტაფიზიკურია"! სირები!
6 თვის უკან
Maverick „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ „დამხობა“ არის მეტაფორა და ხელისუფლების გასტუმრების ხერხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები იღებენ.
ბერძენიშვილო მე რომ ბებია, დედა, ცოლი შეგაგინო და მოვუწოდე ქართველებს TრაKში დუბინკა შეგთხარონ ესეც მეტაფორა და შენი გასტუმრების ხერხი იქნება?!
6 თვის უკან