საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „ბორდომ“ „ნიმი“ 6:0 გააცამტვერა, მაგრამ გულშემატკივრებმა პროტესტი მაინც გამოხატეს.
საქმე ისაა, რომ ჟირონდელი ქომაგები კლუბის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან და პროტესტის ნიშნად მოედანზე შევარდნენ, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა.
ფანები პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ, მაგრამ „ბორდოს“ ხელმძღვანელი იოზეპ დაგროსა სხვაგვარად ფიქრობს:
„ეს სიტუაცია კლუბისთვის სამწუხაროა, ეს დაუშვებელია. არ არის სურათი, რომელიც ქალაქში და საფრანგეთში უნდა იყოს. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ დიალოგი ულტრასებთან. ვადასტურებ, რომ არ გადავდგები. „ბორდო“ ამბიციური გუნდია, აქვს ღირებულებები, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დავიცავ“, - განაცხადა დაგროსამ.
მიუხედავად ქომაგების პროტესტისა და უკმაყოფილებისა, „ბორდო“ ჩინებულ სეზონს ატარებს, 14 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ პსჟ-სა და „მარსელს“ ჩამორჩება.