ნოდარ ლომოური - „ზვიად გამსახურდია უარყოფითი პიროვნება იყო“

ნოდარ ლომოური - „ზვიად გამსახურდია უარყოფითი პიროვნება იყო“

(იბეჭდება შემოკლებით)

ბატონო ნოდარ, მართლა იბრძოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები იარაღით ხელში?

- თავდაპირველად იერიში ჩვენზე ზვიად გამსახურდიას მხარემ მოიტანა, მათ პირველებმა დაიწყეს სროლა.

ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი იბრძოდა, მათ შორის მეც ვისროდი, ოღონდ ჰაერში, მიძნელდებოდა ადამიანის მოკვლა...

როგორი რეაქცია გქონდათ, როცა ორიოდე წლის შემდეგ შეიტყვეთ, რომ ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა?

- გამიხარდა...

რატომ, ბატონო ნოდარ?

- ყველა თვალსაზრისით უარყოფითი პიროვნება იყო!

არ ნანობთ, ძმათა მკვლელ ომში რომ მიიღეთ მონაწილეობა?

- რასაკვირველია, არასასიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ პირადად მე, მიმაჩნია, რომ გამსახურდიას მიმართ სხვანაირი მოქცევა არ შეიძლებოდა.

ეს აბსოლუტურად სამართლიანი მოქმედება იყო. იგი უნდა განდევნილიყო საქართველოდან, უფრო მეტიც, სამეგრელოში არ უნდა ჩამოეშვათ.