კალაძემ ტაქსების შემდეგ მიზანში ყვითელი მიკროავტობუსები ამოიღო

კალაძემ ტაქსების შემდეგ მიზანში ყვითელი მიკროავტობუსები ამოიღო

დედაქალაქის მერია ყვითელი მიკროავტობუსების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იწყებს და ამორტიზებული „მარშრუტკების“ ჩანაცვლებას გეგმავს. კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ კერძო კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ უკვე მომავალი წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. სატრანსპორტო კომპანია კი ახალი მანქანების შემოყვანისათვის მგზავრობის გაძვირებას ითხოვს.

კალაძეს აქამდე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, რადგან კომპანია „სისტრას“ კვლევის შედეგებს ელოდა.

„იცით, რომ კომპანია „სისტრა“ ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს და ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო მიკროავტობუსებს ექნებოდა თუ არა ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემადგენლობაში. კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია. ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების მოცულობიდან და გამტარიანობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოგვყავს.

კვლევამ დაადასტურა, რომ მიკროავტობუსების როლი და არსებობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გვაქვს მეორე პრობლემა - ტრანსპორტის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მისთვის, როგორც მერისთვის მიუღებელია მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ხილვა ქალაქში.

„საშინელ მდგომარეობაშია გამონაბოლქვის თავლსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი. მე არ ვაპირებ რამოდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება ჩანაცვლება. ამიტომ ვავალებ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ უმოკლეს ვადაში, მაქსიმუმ 2 კვირაში კომპანიასთან, რომელთანაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა ხელშეკრულება, თუ არ ვცდები 2030 წლამდე, მჭიდრო კომუნიკაციით დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი“, - აღნიშნა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ.

თავის მხრივ, „თბილისის მირკოავტობუსებში“ მზად არიან მომავალი წლიდან ყვითელი „მარშრუტკების“ განახლება დაიწყოს, ოღონდ იმ შემთხევაში, თუკი, ეს ტარიფის გაზრდის ხარჯზე მოხდება.

„თბილისის მიკროავტობუსების“ გენერალური დირექტორის დავით ასანიძის განცხადებით, კომპანიის ზარალმა „ასტრონომიულ ციფრს“ მიაღწია, რასაც კომპანიის მფლობელები საკუთარი ჯიბიდან ფარავენ. ამიტომ, თუ მიკროავტობუსების პარკი განახლდება, მგზავრობის საფასური გაიზრდება.

„2011 წელს, როდესაც ლიცენზია მოვიპოვეთ, გაცვლითი კურსი იყო 1.65. ამაზე იყო ჩვენი ბიზნეს გათვლა და ჩადებული იყო კურსის 10-20%-იანი ცვლილება. მაშინ მთლიანად განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი. დაახლოებით 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ.

დღეისათვის კურსი მნიშვნელოვნად შეცვლილია, თუმცა ეს არ ასახულა ტარიფზე. ასტრონომიულ ციფრს მიაღწია კომპანიის ზარალმა, რომელიც ამ დროისთვის 115 მილიონია და კომპანიის მფლობელები ფარავენ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მივედით აქამდე. მოგეხსენებათ, ტარიფის ცვლილება მარტივი თემა არაა. ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამაზე ყოველთვის გვქონდა საუბარი და გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქშია. ვცდილობდით, მაქსიმალურად ისე გადაგვეტანა ეს, რომ არ გაძვირებულიყო მგზავრობა.

დღევანდელი და 2011 წლის ფასები რომ შევადაროთ ყველაფერზე, თითქმის გაორმაგებულია, 100%-ით გაძვირდა საწვავიც. გამოსავალი ისაა, რომ ეს საკითხები მგზავრობის ფასში აისახოს“, - აცხადებს ასანიძე.

ასეთი პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია მუნიციპალიტეტისთვის. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი აუცილებლად დაიწყება, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადება მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მერიისთვის მისაღები არ არის.

„დღეს ქალაქს დაახლოებით, 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. თბილისის მერმა დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და პირადად მე, მკაფიო დავალება - ორკვირიანი ვადა მომცა. მე უკვე შევხვდი „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას და ისინი, ძირითადად, საუბრობენ ფინანსურ პრობლემებსა და ტარიფის ზრდაზე, რაც მათივე წარმოდგენილი მონაცემებით, სწორსა და ლოგიკურს ჰგავს.

კომპანიას 2011 წლიდან დღემდე, ტარიფი არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის კურსი შეიცვალა, საწვავის ფასი გაიზარდა. რა თქმა უნდა, მათ პოზიციას ფინანსური ახსნა აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმ ჭრილში, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით ვატარებთ, მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას ჩვენ არ ვაპირებთ.

კომპანიას რომ ჰქონოდა მიკროავტობუსების ჩანაცვლების რესურსი, ისედაც ჩაანაცვლებდა. მარტივი მოცემულობა რომ ყოფილიყო, ყველა შეძლებდა ამის გაკეთებას. ამისთვის ვართ ჩვენ - თბილისის მერი, მისი მოადგილეები, რომ რთულ მოცემულობებშიც ვნახოთ გამოსავალი“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

კომპანიის წარმომადგენლებს მერიის მხრიდან აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა დაევალათ. როგორც ხმალაძე აღნიშნავს, ამ მომენტში ყველაზე მტკივნეული არ არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია.

„უნდა გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დედაქალაქში მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა ვიცე-მერმა და დასძინა, რომ მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომაც ახალი მანქანების შემოყვანა აუცილებელია.

Serapina მოკლედ, რა იყო ეს ჰა ?!
Lost in Translation. ..
დავიბენი,ძალიან დავიბენი. ჩვილი დედამ უნდა აღზარდოსო... და თან, აქ სამუშაო ადგილები არ გამოდის და ევროპაში წადითო. (ჩემი თაობის დედების უმეტესობამ, ჩვილები დატოვეს და უცხოეთში სამუშაოდ წავიდნენ...ახლა, თითქმის 20 წლის შვილები ჰყავთ და კიდევ უხოეთში არიან... )
ლოგიკა, სადაა ლოგიკა?
კადრების დეფიციტიო... ახლა, ყველაფრის მკადრებელი კადრები თუ არის საჭირო, ცხადია ეს ყველას არ შეუძლია!
თანაც, ვერც ადგილზე გვყოლია კადრები და უცხოეთშიც მუშებად წადითო... მუშაობა, არცერთი ფორმით არ არის სირცხვილი მაგრამ... კოლექტიური სიშტერე გჭირთო, ეს რომ გვითხრეს, ვითომ ეს სირცხვილი არ არის ?!
მიშისტების და ბიძინისტების აზრი არ მიანტერესებს. დალაგებულები რას ფიქრობთ, კი მოვისმენდი.
თავიდან, სიკეთის დაბრალება ჯობიაო მაგრამ... ეს თავიდან, რომ დიდი ხანია მოძველდა და საპირისპიროს დასაბრალებელი მეტი ჩანს, ამას რა ეშველება?
4 წლის უკან
Serapina განათლების რეფორმა არ გააკეთეს და ესენი, ჩვენს გასანათებლად ააშენებენ ჰესებს?! მართლა გჯერათ ???
4 წლის უკან
tngh შენ თვითონ ტუ იცი, რა გინდა... ღრმად პატივცემულო!!! იქნებ ერთხელ მაინც რამე კონკრეტული ბრძანო...
4 წლის უკან
Serapina კონკრეტულად, ის მინდა, რომ 30 წლის სტაჟიანი პოლიტ -მეძავების ხროვა არ იყოს რუსთაველზე! ...და კიდევ ის მინდოდა, ამათთვის ყველა უსინდისო არგუმნეტის გასამყარებელი, არ მიეცა ოცნება! ახლა, უცხოური გამოცემები აფრიალებენ სურათებს, როგორ აღმართა ივანიშვილმა კედლები. ...და ის, რომ თქვენს ქვეყანაში რა ხდება ამას თქვენი,ქართველი ხალხის კმაყოფილება უკმაყოფილება არა განსაზღვრავს! გინდ დაიჯერეთ,გინდ არა…
ჩემთვის კიდევ, ზუსტადაც რომ ქართველი ხალხის მდგომარეობა განსაზღვრავს, ხელისუფლების მუშაობის ხარისხს! მაშ, როგორ მოიძებნა მეძავმა ნაცმოძრაობამ ამდენი გასაბითურებელი უკმაყოფილო ადამიანი?!
არ მაქვს იმედი რომ გაიგებ, რაც ვთქვი...
იმიტომ რომ, როგორც ოტია ამბობდა, ჭკუა ასაკში კი არა თავშიაო!
4 წლის უკან
Serapina ოცნებას!
4 წლის უკან