მეგან მარკლი შვილს დიდ ბრიტანეთში არ გააჩენს! ჰერცოგინიის მორიგი გადაწყვეტილება

მეგან მარკლი შვილს დიდ ბრიტანეთში არ გააჩენს! ჰერცოგინიის მორიგი გადაწყვეტილება

მაშინ, როცა ყველა მეგან მარკლის შესაძლო ორსულობაზე საუბრობს, საზოგადოებაში კიდევ ერთი მოულოდნელი ინფორმაცია გაჟღერდა, რომელიც 38 წლის ჰერცოგინიისა და 35 წლის პრინცი ჰარის სამომავლო გეგმებს ეხება.

როგორც Express-ი წერს, რომ ინსაიდერები დარწმუნებული არიან მეგან მარკლის ორსულობაში და გარდა ამისა, ზუსტად იციან, რომ მომავალი მემკვიდრე დიდ ბრიტანეთში არ დაიბადება.

წყაროს ცნობით, ჰერცოგინია პირველი ორსულობის დროს ინგლისში თავს მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბავშვი ლოს-ანჯელესში, მშობლიურ ადგილას გააჩინოს.