ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა

ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა

„ზალცბურგის“ 19 წლის შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, ბელგიურ „გენკთან“ (4:1), ისევ გამოიჩინა თავი და საკუთარი სარეკორდო სერია გააგრძელა.

ჰოლანდმა ტურნირის ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა. თანაც ამას სადებიუტო სეზონში მიაღწია. ასეთი შედეგი ყმაწვილთაგან მანამდე არავის ჰქონია.

ჰოლანდი „ზალცბურგში“ წლეულს იანვარში „მიოლდედან“ გადავიდა 5 მილიონ ევროდ. ახლა კი კლუბი მას 100 მილიონად აფასებს. ავსტრიის მიმდინარე ჩემპიონატში მან 12 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.