ნაგელსმანის რეკორდი

ნაგელსმანის რეკორდი

„ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გახდა ჩემპიონთა ლიგაში, ვისაც გუნდი პლეი ოფში გაუყვანია. ის ამჟამად 32 წლის, 4 თვის და 4 დღისაა - გვამცნობს Coral.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატში „ლაიპციგი“ „ბენფიკასთან“ 90-ე წუთამდე 0:2 აგებდა. მაგრამ ემილ ფორსბერგის დუბლით ანგარიშის გათანაბრება შეძლო (2:2) და ოფიციალურად გაიფორმა პლეი ოფის საგზური.