მედიაში მესისა და ნეიმარის მიმოწერა გამოქვეყნდა

მედიაში მესისა და ნეიმარის მიმოწერა გამოქვეყნდა

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მიმდინარე წლის გაზაფხულზე „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარს კატალონიაში დაბრუნება სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით France Football-ი ავრცელებს.

მისი ცნობით, არგენტინელმა ნეიმარს ჩემპიონთა ლიგიდან „ბარსელონას“ გავარდნის შემდეგ მისწერა.

„ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ შენთან ერთად მოვიგებთ. მინდა, რომ დაბრუნდე. ორ წელიწადში მე წავალ და შენ ჩემს ადგილს დაიკავებ“, - წერდა მესი.

ნეიმარმა „ბარსელონა“ 2017 წლის ზაფხულში დატოვა და 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. მიმდინარე წლის ზაფხულში „ბარსელონა“ მისი დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ნეიმარმა კატალონიურ კლუბში გადასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა მხარეები ტრანსფერის ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.