ცნობილმა ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ყველა დროის ყველაზე სწრაფი პოკერი შეასრულა. Sportbible-ის ინფორმაციით, პოლონელმა ფორვარდმა ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, მიუნხენის „ბაიერნისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შეხვედრის დროს დააფიქსირა.
ლევანდოვსკიმ ყველაზე სწრაფად, 15 წუთის ინტერვალში შეძლო ოთხი გოლის გატანა. თამაში კი გერმანული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ამ მიღწევის ავტორი აქამდე პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელსაც პოკერი 21 წუთში, 2015 წელს „მალმიოს“ წინააღმდეგ ჰქონდა შესრულებული.