წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სერხიო კონტერას პარდო ესპანეთის ეროვნულმა გვარდიამ დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას Bussines Insider-ი ავრცელებს.
ნარკოტიკების გავრცელების საწინააღმდეგოდ ჩატარებული პოლიციის რეიდისას, პარდო თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად აიყვანეს. ოპერაციის მსვლელობაში 150-მდე სამხედრო მონაწილეობდა და ჩხრეკის შედეგად ერთი ტონა ჰაშიში და რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარდო ერთ-ერთი დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი იყო და ნარკოტიკების რეალიზაციას პირადად აკონტროლებდა.
ფეხბურთელი "მალაგაში", "მარსელში", "რაიოსა" და "სპორტინგში" თამაშობდა, კარიერა კი 2016 წელს დაასრულა.