მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) შესაბამისობის კომიტეტმა აღმასრულებელ კომიტეტს დოპინგური წესების დარღვევის გამო საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის მოხსნის რეკომენდაცია მისცა.
როგორც New York Times-ი წერს, აკრძალვა 4 წელზეა გათვლილი. თუ WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტი ამ რეკომენდაციას დაუჭერს მხარს, რუსეთის ნაკრები 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადას გამოტოვებს.
ამასთან, კომიტეტის რეკომენდაციაა რუსმა სპორტსმენებმა შეჯიბრზე ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის საშუალება მიეცეთ. აღმასრულებელ კომიტეტი ამ საკითხს 9 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე განიხილავს, რომელიც პარიზში გაიმართება.
2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.