ნახევარმცველ პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში აღარ სურს და შესაძლოა კლუბი ზამთრის ტრანსფერის დროს დატოვოს. ამის შესახებ რადიოსადგური COPE იუწყება.
წყაროს ცნობით, მან გუნდთან ერთად ბოლო 2 თვის წინ ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა მოიშუშა, მოედანზე გასვლაზე უარს ამბობს.
პოგბას ინგლისური კლუბის დატოვება სურს და სავარაუდოდ ის მადრიდის „რეალში“ გადავა. ფრანგი ფეხბურთელი „იუნაიტედში“ 2016 წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ რეკორდული თანხის, 105 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მას 2021 წლამდე აკავშირებს.