ყოფილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი, რომელიც ამჟამად ანალიტიკოსია, ტელეკომპანია Fox Sports-ის ეთერიდან 1 კვირით მოხსნეს.
„ჰერაკლესი“-„აიაქსის“ მატჩის გარჩევისას, მასპინძელთა გერმანელ მწვრთნელს, ფრენკ ვორმუთს ვან ბასტენი გაეხუმრა და ეთერში მისი კადრის გასვლისას ცნობილი ფაშისტური სლოგანი Sieg Heil მიაძახა.
ლეგენდარულ ფეხბურთელს საქმიდან ერთკვირიანი ჩამოცილების გარდა, ხელფასიც ჩამოაჭრეს და ეს თანხა მთლიანად ნიდერლანდების ომის დოკუმენტაციების კვლევის ინსტიტუტს გადაერიცხება. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავად ვან ბასტენმა განაცხადა, რომ შეცდომა მოუვიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანია.